суббота, 16 мая 2015 г.

რეფლექსიის მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეა, დასანანია  რომ მთავრდება ტრენინგი, უამრავი განათლება მივიღე ინტერნეტით საგაკვეთილო პროცესის მართვის, გაკვეთილის  პროექტებით წარმართვა და მისი განხორციელების შესახებ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავითს. გმადლობთ!

пятница, 15 мая 2015 г.

რეფლექსიის მერვე დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო, შევისწავლე იუთუბზე ვიდეო ფილმების ნახვა და მისი გადმოტანის წესი, ფაილზე მიმაგრება და მისი გახსნის წესი. ასევე ვისწავლე შექმნილი მასალის ბლოგზე ატვირთვა სხვებისთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს დასათვალიერებლად. დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს ბატონ დათო ჯანიაშვილს  საუკეთესო ტრენინგებისთვის.

вторник, 12 мая 2015 г.

რეფლექსიის მეშვიდე დღე

 საკმაოდ საინტერესო იყო შეხვედრა, შევისწავლეთ ტესტების შედგენის სხვადასხვა ვარიანტი, ასევე ვიმუშავეთ დრაივის პროგრამაში  პრეზენტაციის ნიმუშების შექმნაზე და მის გამოქვეყნებაზე. მადლობა ტრენერს. 

воскресенье, 10 мая 2015 г.

პროექტის პორტფოლიო

დღევანდელი დღე საინტერესო იყო, შევისწავლეთ სასწავლო რესურსების მასალების მოძიება და მისი გადმოტანა ჩვენთვის სასურველ ადგილას,რომელიც კარგად გავიგე. ასევე მოგვეცა მიმართულება პროექთის დარჩენილ მასალაზე. გმადლობთ!

суббота, 9 мая 2015 г.

საინტერესო იყო დღევანდელი დღე. შევისწავლეთ და გავეცანით შეფასების დროის  ჩარჩოს შექმნის და გამოყენების  წესს. ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მადლობა ტრენერს.

воскресенье, 3 мая 2015 г.

რეფლექსიის მეოთხე დღე ძალიან მოსაწონი იყო ჩემთვის, შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა, მასში სამუშაო ფაილების შექმნა და ჩასმა, ფაილებში მუშაობა და უამრავი კომპიუტერული ფუნქციები რომელიც არ ვიცოდი. მადლობა ბატონ დათოს

суббота, 2 мая 2015 г.

     დღეს წარვადგინე განსახილველად სასწავლო პროექტის მონახაზი, რომელსაც მოწონებასტან ერთად ჰქონდა ხარვეზებიც, რომელსაც შემდეგისთვის გამოვასწორებ.ვისწავლე ვორდის გამოყენება ბლოგში სამუშაოდ. ვისწავლე ფურცლის ამობრუნება, მონიშვნა, ფურცლის დაყოფა, ინტერნეტიდან სურათის დადება ბლოგზე და დაყოფილ უჯრებში სასურველი ინფორმაციის ჩაწერა. მადლობა ტრენერს.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

რეფლექსია მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე ჩემთვის ძალიან სასარგებლო და მრავალი ინფორმაციის შესწავლის დღედ შეიძლება ჩავთვალო, რისთვისაც მადლობა ტრენერს.

суббота, 25 апреля 2015 г.

რეფლექსია პირველი დღე

             ტრენინგის პირველმა დღემ შესანიშნავად  ჩაიარა, მეგონა ვერ შევძლებდი,მაგრამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა.შევისწავლე ბევრი  ახალი და საინტერესო  ინფორმაცია , რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. მადლობა ტრენერს, დავით ჯანიაშვილს.